ვაკანსიები
კომპანია IPTech-ში ვაკანსიები.
გაყიდვების მენეჯერი
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება - 2500 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი და გაყიდვებზე მიმაგრებული ბონუსი - 1500₾ მაქსიმუმ);
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** შიდა სასწავლო სისტემა;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის გამზ. N7 (ქარვასლა);
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;
გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მოზიდვა;
** სოციალურ პლატფორმებზე/მეილზე/სატელეფონო შეტყობინებებზე პასუხი;
** ადგილზე კლიენტების კონსულტაცია;
** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა/განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
საჭიროა სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით;
პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
სწრაფად შესწავლის და ადაპტაციის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე hr@iptech.ge და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
---------------------------------------------------------------------------
შპს "IPTech" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "IPTech" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "IPTech" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "IPTech" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.